25.10.2021
- Advertisement -spot_img

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს

პატრიარქის მდივანის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, სავარაუდოდ ორ დღეში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საპატრარქოში განცხადება გაკეთდება, წმინდა სინოდის სხდომის მოწვევა კი ამ ეტაპისთვის არ იგეგმება.

„წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კონტურები არ გამოკვეთილა. რაც შეეხება განცხადებას, განცხადება იქნება შეფასება ამ საკითხებთან დაკავშირებით. სჯობს, დაველოდოთ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას, უახლოეს ორ დღეში სავარაუდოდ განცხადება იქნება და ზოგად შეფასებას გავაკეთებთ. პირველად იქნება ზოგადი შეფასება, რადგანაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, რომ დაიწყო გამოძიება ამ ფარულ გადაღებებთან და მის გარეთ გამოტანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

რაც შეეხება კითხვას, „თქვენთვის, როგორც სასულიერი პირისთვის, რას ნიშნავს საპატრიარქოს წარმომადგენლების მოსმენა“, – მიქაელ ბოტკოველის თქმით, უისიამოვნო ფაქტია და ამ ყველაფერს კრიტიკულად აფასებს.

„ველოდებით ხელისუფლების მხრიდან მკაფიო განმარტებებს, თუ რა იყო ამის მიზანი და რისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ სადღეისოდ ჩემი მხრიდან თემის განვრცობას, გაგრძელებას არანაირი შედეგი არ ექნება. სჯობს, დაველოდოთ საპატრიარქოს განცხადებას, ის დამუშავების პროცესშია და იქ მოცულობითად იქნება ყველაფერი ნათქვამი ჩვენს ფიქრებთან დაკავშირებითაც, გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც და შეფასებით ნაწილშიც შევაფასებთ, თუ როგორ და რა ხდებოდა“, – აღნიშნა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თურქეთიდან საქართველოში შემოსულ 25 ტონა კარტოფილში ჯანმრთელობისთვის საშიში ორგანიზმები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი, 25 000 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს....
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img