29.03.2024
- Advertisement -spot_img

გაზის სუნია? მაშინ…

1. თუ იგრძენით გაზის სუნი ! სასწრაფოთ გადაკეტეთ გაზის ონკანები, გააღეთ ფანჯრები და გაანიავეთ ფართი . დარეკეთ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114 და დატოვეთ სახლი.

2. თქვენი ოჯახის უსაფრთხოებისთვის- დაუშვებელია გაზის ქსელის და გაზზე მომუშავე დანადგარების თვითნებური მონტაჟი. ანდეთ საქმე კვალიფიციურ სპეციალისტებს .

3. აუცილებელია! სახლიდან გასვლის წინ გაზის დანადგარებზე ონკანები გადაკეტოთ.

4. რეკომენდირებულია ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ გაზზე მომუშავე გამათბობლებზე გაზის ონკანები გადავკეტოთ

5. რეკომენდირებულია ! თუ ბინაში არ ცხოვრობთ და დაკეტილია (თუნდაც დროებით) დაგვირეკეთ და მოითხოვეთ გაზის მიწოდების დროებით შეწყვეტა თქვენი სახლის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის.

6. აუცილებელია ! თბილისი ენერჯის სპეციალისტებს მისცეთ საშუალება თქვენს საცხოვრებელ ფართში შეამოწმონ გაზმომარაგების ქსელი.

7. კატეგორიულად აკრძალულია ! გათიშული გაზის ქსელის თვითნებური ჩართვა ან ან გაზზე მომუშავე დანადგარების თვითნებური მონტაჟი. ამით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნით.

8. დაუშვებელია გაზის ქსელის და გაზზე მომუშავე დანადგარების დამონტაჟება სარდაფებში ან ისეთ ფართში რომელიც არ ნიავდება.

9. ვიდრე სახლს ან ოფისს იქირავებთ, იგირავებთ ან იყიდით, აუცილებლად მოიტხოვეთ გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შემოწმება. არ გადახვიდეთ ახალ ფართში ვიდრე არ დარწმუნდებით რომ თქვენი უსაფრთხოება დაცულია. დარეკეთ ცხელის ხაზის ნომერზე 2 40 40 04 მომსახურება უფასოა

10. აუცილებელია საცხოვრებელ ფართში სადაც დამონტაჟებულია გაზზე მომუშავე ხელსაწყოები გამართულად მუშაობდეს სავენტილაციო არხი, ფანჯარას ჰქონდეს სარკმელი ან გადმოსაკიდი ფანჯარა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img