29.03.2024
- Advertisement -spot_img

გენერალი ბენ ჰოჯესი -ნიკა მელიას დაკავება საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და ამბობს , რომ მიმდინარე პროცესი საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

განცხადება ჰოჯესმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„საქართველოსთვის უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი. ერთადერთი ადამიანები, რომლებიც აქედან სარგებელს იღებენ, კრემლში არიან და არის ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა. ქართველებისთვის ამაში სასიკეთო არაფერია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ბაიდენი ამასთან დაკავშირებით მკაცრ პოზიციას გამოავლენს. კრემლი უყურებს“, – წერს ჰოჯესი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img