16.04.2024
- Advertisement -spot_img

გენერალი მაკენზი – თალიბანი ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში თუ ჩაერევა, ვაშინგტონი გამანადგურებელ ზომებს მიმართავს

აშშ-მა გააფრთხილა „თალიბანი“, არ ჩაერიოს ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი გამანადგურებელ ზომებს მიმართავს, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა.

მაკკენზის თქმით, ის „თალიბანის“ ლიდერებს დოჰაში კვირას შეხვდა და განუცხადა, რომ თავდასხმის ნებისმიერ მცდელობას გამანადგურებელი საპასუხო ზომა მოჰყვება.

„აშშ-ის მოქალაქეებისა და ჩვენი პარტნიორების დაცვა, ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია და ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ უსაფრთხო და ეფექტური გასვლისთვის“, – განაცხადა გენერალმა.

მისი შეფასებით, ქაბულის ჰამიდ ყარზაის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკელი სამხედროები ეფექტურად ოპერირებენ და მოქალაქეთა და დიპლომატთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img