28.03.2024
- Advertisement -spot_img

გერმანიაში 82 წლის პენსიონერმა წყალდიდობით დაზარალებულებს 1,2 მილიონი ევრო შესწირა

82 წლის ჰორსტ ეშლერმა გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს მილიონ ევროზე მეტი გადაურიცხა. ამის შესახებ რადიოსადგური Antenne Munster-ი იტყობინება.

Antenne Munster-ის ცნობით, თავდაპირველად, ქალაქ მიუნსტერის მკვიდრმა ჰორსტ ეშლერმა საქველმოქმედო ორგანიზაციებს მილიონი ევრო გადაურიცხა და ამასთან, თავისი საყვარელი საფეხბურთო კლუბი – მიუნხენის „ბაიერნი“ გააკრიტიკა. კლუბმა „კიოლნთან“ შეხვედრის შემდეგ დაზარალებულებისთვის 100 ათასი ევრო გაიღო, თუმცა ეშლერის აზრით, ეს საკმარისი არ იყო და პირობა დადო, რომ თუ კლუბი მეტ თანხას გადარიცხავდა, თავადაც კიდევ 200 ათას ევროს გაიღებდა.

მეორე დღეს, „ბაიერნში“ განაცხადეს, რომ „შალკესთან“ საქველმოქმედო მატჩს გამართავენ და მთლიან შემოსავალს (სულ მცირე მილიონ ევროს) წყალდიდობით დაზარალებულების დასახმარებლად გადარიცხავენ. მატჩის თარიღი ჯერ დანიშნული არ არის, მაგრამ კლუბის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ თანხას საქველმოქმედო ორგანიზაციებს ახლავე გადასცემენ.

„ბაირნის“ პრეს-რელიზში ეშლერის შესახებ არაფერია ნათქვამი, თუმცა პენსიონერმა აღნიშნა, რომ თავის სიტყვას შეასრულებს და დაზარალებულებს დამატებით თანხას გადასცემს.

ეს ეშლერის პირველი საქველმოქმედო აქცია არ არის. 2021 წლის აპრილში მან მიუნსტერის ზოოპარკს 750 ათასი ევრო გადასცა, რამდენიმე კვირაში კი ზოოპარკში 33 333 ბილეთი იყიდა, რომლებიც ადგილობრივ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაარიგა. ეშლერის განმარტებით, რამდენიმე წლის წინ, ცოლის გარდაცვალებამდე ის მეუღლეს დაჰპირდა, რომ დანაზოგს, რომელსაც წყვილი სიცოცხლის განმავლობაში აგროვებდა, ცხოველებისა და ბავშვების დასახმარებლად გამოიყენებდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img