24.07.2021
- Advertisement -spot_img

გერმანიაში დასაქმებული ქართველი მოქალაქეების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა

მძიმე სამუშაო პირობების გამო, გერმანიაში დასაქმებული ქართველი მოქალაქეების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა. როგორც ისინი აცხადებენ, საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთების საყიდლად ვალის აღებაც მოუწიათ. ასევე, წასვლის დროსაც გამგზავრების ხარჯები თავად გაიღეს და საკმაოდ ბევრი ვალი დაუგროვდათ.

მოქალაქეები ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ და სამართლებრივ დავას აპირებენ. მათ უკვე უჩივლეს გერმანელ დამსაქმებლებს. 

“არაადამიანური პირობები იყო. ყველანაირად დარღვეული იყო ადამიანის უფლებები. პირველივე დღეს დაირღვა ჩვენი უფლებები. კონტრაქტს არ დაემორჩილა დამსაქმებელი. თუ კონტრაქტს არ ეთანხმებოდა, რატომ გაგვიშვა დასაქმების სააგენტომ”. – ამბობს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე. 

“ასეთი კოლონიალური და მონური შრომისთვის არ წავსულვართ”. – ამბობს საქართველოში დაბრუნებული მოქალაქე. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img