24.04.2024
- Advertisement -spot_img

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულების ნაწილი დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

საქართველოს 10 მოქალაქე, რომელიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობდა, ხვალ სამშობლოში დაბრუნდება. როგორც ერთ-ერთმა დასაქმებულმა ჯაბა ჩაჩანიძემ განაცხადა, მათ დამსაქმებელი შეეცვალათ, რის შემდეგაც შრომითი ანაზღაურება შეუმცირეს და არასათანადო პირობებში იმყოფებიან.

მისი თქმით, ახალ დამსაქმებელთან მათ ერთი ყუთი მარწყვის მოკრეფის შემთხვევაში 2.50 ევროს უხდიან და ხშირად უწევთ ზეგანაკვეთურად, შესვენების გარეშე მუშაობა.

ჯაბა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ გერმანიაში დროებით დასაქმებული ქართველები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ ზარალის კომპენსაციით მოთხოვნით, სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

„გერმანული მხარის წარმომადგენლები იყვნენ, შეამოწმეს ყველაფერი, შრომითი პირობები, საცხოვრებელი პირობები და დამსაქმებელი შეგვიცვალეს. სხვა დამსაქმებელთან, სხვა ქალაქში გადაგვიყვანეს. საცხოვრებელთან დაკავშირებით პრეტენზია არ გვქონდა, მაგრამ ისევ ანაზღაურების პრობლემებს წავაწყდით. ძველ დამსაქმებელთან გვიხდიდნენ 3 ევროს ერთ მოკრეფილ ყუთზე და აქ 2,5 ევროს გვიხდიან. საათობრივად უფრო ნაკლები ანაზღაურებაა. 8 სთ-ზე მეტსაც ვმუშაობდით, მაგრამ მაინც არ გამოდიოდა საათობრივი ანაზღაურება. გარდა ამისა, შესვენების გარეშეც ვმუშაობდით. ეს არის პრობლემა სამუშაოდ ვართ წამოსული, მაგრამ კიდევ გაურკვევლობაში, კიდევ ახალ პრობლემებში აღმოვჩნდით და 10-მა ადამიანმა მივიღეთ გაწყვეტილება, ხვალ უკან დავბრუნდეთ. ხვალ არის ფრენა. არავითარი სანქცია არ დამეკისრება, რადგან კონტრაქტი თვითონ დამსაქმებელმა დამირღვია. ჩვენ იურისტებთან კონსულტაციები გავიარეთ და ვაპირებთ, რომ სარჩელი შევიტანოთ ქართული მხარის, ანუ დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ. 3 ადამიანი უკვე წამოსულია, 5 დღით ადრე წამოვიდნენ და კარანტინში არიან. სავარაუდოდ, ჩვენც ასე გაგვიშვებენ და დაახლოებით 8-10 დღის შემდეგ ვაპირებთ ერთად შევიკრიბოთ და ერთობლივი ძალებით ერთობლივი სარჩელი შევიტანოთ დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ. 3 ადამიანი წამოსულია, ერთი სხვაგან გადავიდა, ცალკე კერძო დამსაქმებელი იპოვა, 10 ადამიანი მოვდივართ და 10 რჩება. ახალი ბილეთი ჩვენივე ხარჯებით შევიძინეთ, რადგან პრობლემა შეგვექმნა და ძველი ბილეთი ვერ გადავცვალეთ, რომლითაც აგვისტოში წამოსვლა გვიწევდა. ამიტომ, ახალი ბილეთის აღება მოგვიწია. ხარჯი ხარჯს დაემატა და პრობლემა პრობლემას.“, -განაცხადა ჩაჩანიძემ.

მისი განმარტებით, გერმანიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების ბედით არც დაინტერესებულა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img