30.07.2021
- Advertisement -spot_img

გერმანიის საელჩო – გერმანიაში იმ მოქალაქეებს, რომელთა უფლებებიც დაირღვა, სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ

გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე ქართველების სამუშაო პირობების შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, ამ კვირაში უკვე ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ. პირველი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მათი უფლებები და მოთხოვნები ძალაში რჩება.

“გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო წუხილს გამოთქვამს ამ პრობლემასთან დაკავშირებით: „ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს. გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის.

გერმანიის საელჩო წუხილს გამოთქვამს ამ ცალკეულ შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების გამო. შრომითი კანონმდებლობის დარღვევებს გერმანიაში სათანადო შედეგები მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img