პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუცია მხოლოდ სიმბოლური როლი აქვს. მისივე თქმით, დოკუმენტი “შეურაცხმყოფელია” და ბევრ ტყუილს შეიცავს.
“მე მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა ასევე სრული პასუხისმგებლობით, რომ ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არ აქვს. მათი როლი არის, შეიძლება ითქვას, სიმბოლური. გასაგებია და მე ასევე მინდა ვთქვა, რომ შეურაცხმყოფელი არის ის რეზოლუცია, რომელიც არის გაჯერებული ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით და ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა, ძალიან ბევრი ტყუილი, რაც ჩემთვის არის სამწუხარო”, – თქვა ღარიბაშვილმა