09.10.2024
- Advertisement -spot_img

ღარიბაშვილი – მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, დავაყენოთ ჩვენი ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა და ერთად შევასრულოთ პირველი პირობა – პოლარიზების დასრულება

ყოველთვის ვაცხადებდით მზაობას, რომ მოწოდებულები ვართ კონსტრუქციული დიალოგისკენ. მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, რომ დავაყენოთ ჩვენი ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა და ერთად შევასრულოთ ეს პირველი პირობა – პოლარიზების დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის შეფასებით, პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად ნახევარი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, ნახევარი კი ოპოზიციის ვალდებულება. შესაბამისად, მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა შეასრულონ.

„ყველა ის პირობა, რომელიც არის მმართველი ძალის განსახორციელებელი, ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ. პირველი პირობა და პრიორიტეტი, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებშია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ იყოს გაუთავებელი ჩხუბი ან ერთმანეთის შეურაცხყოფა, აქ ნახევარი ჩვენი პასუხისმგებლობაა, ნახევარი კი ოპოზიციის ვალდებულება. ჩვენ მათ გარეშე ამ პირობას ვერ შევასრულებთ, ყოველთვის ვაცხადებდით მზაობას, რომ მოწოდებულები ვართ კონსტრუქციული დიალოგისკენ. მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, რომ დავაყენოთ ჩვენი ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა და ერთად შევასრულოთ ეს პირველი პირობა – პოლარიზების დასრულება, რაც არის მაღალი შეშფოთების საგანი ჩვენს პარტნიორებში. პირველი მუხლი არის სწორედ პოლარიზების დასრულება, ამიტომ ჩვენ ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ, დანარჩენი კი მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img