24.04.2024
- Advertisement -spot_img

ღარიბაშვილის მთავრობას პარლამენტი დღეს ნდობას გამოუცხადებს

პარლამენტში დაჩქარებული წესით ჩატარებული საკომიტეტო მოსმენები დასრულებულია. დღეს კი, მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია “ქართული ოცნების“ ფორმატში უსმენენ. ღარიბაშვილი უმრავლესობის წევრებს სამთავრობო პროგრამას და მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საკუთარ ხედვებსა და გეგმებს აცნობს.

ირაკლი ღარიბაშილის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღესვე პლენარულ სხდომაზე გავა.

ვაღიაროთ, ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფოსგან ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გაეცა მარგინალური ძალების მიერ ორგანიზებულ ძალადობას, – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი ღარიბაშილმა გააკეთა, რომელსაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში ამ წუთებში უსმენენ.

ღარიბაშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ რადიკალიზმი, დესტრუქციულობა დღევანდელ რეალობაში პოლიტიკად საღდება, ხოლო ძალადობა – გმირობად.

„სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ანტისახელმწიფო ძალების გარკვეულ წრეებში ჯერაც პოპულარობით სარგებლობენ მარგინალები, რომლებიც იმაზე ფიქრში იძინებენ და იღვიძებენ, თუ როგორ ისარგებლონ უკმაყოფილობის განწყობებით, რომელიც ობიექტური მიზეზებით, მათივე მონაწილეობით ქვეყანაში შეიქმნა. საზოგადოების უდიდესი ნაწილი კარგად ხედავს ამ მცირე, მაგრამ ხმაურიანი ძალების ზრახვებს, მიზნებს, იმას თუ რისთვის სჭირდებათ მათ საზოგადოების დაყოფა და არა ერთიანობა. ისინი მუდმივად ქაოსისა და არეულობისაკენ ისწრაფვიან, რადგან სრული უსუსურობისა და მარცხის ფონზე, მხოლოდ ასე შეუძლიათ მიიპყრონ ყურადღება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

ღარიბაშვილმა განაცხადა ისიც, რომ საზოგადოებას უნდა შეექმნას გრძელვადიანი პერსპექტივის მკაფიო სურათი და რწმენა იმისა, რომ საერთო შრომით უკეთესს მომავალს ეყრება საფუძველი. პრემიერობის კანდიდატის თქმით, ასეთ შემთხვევაში, “მარგინალური პოლიტიკოსებად წოდებული ინდივიდები მხარდაჭერას ვეღარ ჰპოვებენ“.

მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებაა: – მთავრობას ირაკლი ღარიბაშილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშილის პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე ცვლის.

თანამდებობაზე რჩება ყველა სხვა მინისტრი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img