19.04.2024
- Advertisement -spot_img

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გასულ კვირას 3 100 რაკეტა ისროლეს

ჰამასმა და ისლამისტურმა ჯიჰადმა ისრაელის მიმართულებით გასული ერთი კვირის განმავლობაში 3 100 რაკეტა ისროლა. 

“ისრაელის ისტორიაში ეს არის სარაკეტო თავდასხმის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი. ეს საფრთხე რეალურია. მილიონობით ისრაელელი თავდასხმის ქვეშ ცხოვრობს. თავის დაცვას გავაგრძელებთ”. – წერს ისრაელის თავდაცვის ძალები. 

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 16 მაისს დილის 7 საათიდან საღამოს 19 საათამდე ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 190 რაკეტა ისროლეს. აქედან დაახლოებით 20 ღაზას სექტორში ჩამოვარდა, ისრაელის რკინის გუმბათის სისტემამ ათეულობით რაკეტა გაანეიტრალა.

თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში მათ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაარტყეს. მათი თქმით, შენობას სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ. სხვა დეტალი არ გავრცელებულა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img