15.10.2024
- Advertisement -spot_img

გია ხუხაშვილი – ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან

კარგია, რომ ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა – ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

„არ ვთვლი, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ პოლიტიკური მოთხოვნები უნდა დააყენოს. როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ახორციელებს პირდაპირი დემოკრატიის აქტს, ის აჩვენებს თავის პოლიტიკურ ნებას, ანუ იძლევა გარკვეულ ინსტრუქციას, რათა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკოსებმა იმოქმედონ. ხალხმა გუშინ აჩვენა საკუთარი პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს სვლა ევროსტრუქტურებისკენ უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულების სახით. ეს არის ერთგვარი პირდაპირი დემოკრატიის უნიკალური აქტი.

სკეპტიკურად განწყობილი არ ვარ. ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან. ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე. ვინ რას გააკეთებს, ვინ უკეთესად და უფრო ეფექტიანად გააკეთებს, ეს არის უფრო პოლიტიკური პროცესის ნაწილი. რატომ მოხდა ასე? – მოხდა იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ოპოზიციასაც აღარ ენდობა საზოგადოება. ვფიქრობ, თუ გუშინ ასეთი რაღაც მოხდა, ეს საზოგადოების ბრალი კი არ არის, ეს პოლიტიკური ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომელმაც ვერ მოახერხა ამ ნიშის დაკავება და ლიდერობა. არ აღიარებენ ოპოზიციას ამ პროტესტის ლიდერად და შესაბამისად, თუ რაღაც შეუძლიათ, გამოვიდნენ სცენაზე და გვაჩვენონ, როგორ შეიძლება კონკრეტული გეგმით ხელისუფლების იძულება, რათა ხალხის არჩევანი აღასრულოს ევროკავშირში ჩვენს ინტეგრაციასთან დაკავშირებით. თუ არ აღასრულებს, მიაღწიოს იმას, რომ ხელისუფლება ჩანაცვლდეს ისეთი პოლიტიკური ძალებით, რომლებიც აღასრულებენ ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს.

გუშინ რაც მოხდა, ეს პროცესის ნაწილია და არა მთავარი, გენერალური ხაზი. კარგია, რომ ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა – ეს იყო გუშინდელი აქციის ფუნქცია და ამოცანა. რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური მოთხოვნები ვიღაცის გადაყენება-გადმოყენებაზე, უკეთესი იქნებოდა, თუმცა ამითაც ბევრი არაფერი დაშავებულა”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img