19.04.2024
- Advertisement -spot_img

გია ვოლსკი – “არ ვართ განწყობილი”…ქართული ოცნება კრიტიკულ ტელევიზიებთან კომუნიკაციას წყვეტს

:ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის გაცხადებით, მმართველი პარტია კონკრეტულ ტელევიზიებთან კომუნიკაციას წყვეტს. “არ ვართ განწყობილი” – თქვა მან პარლამენტში, ბრიფინგზე და განცხადების შემდეგ ტრიბუნა დატოვა.

ვოლსკის თქმით, კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტი მანამდე გაგრძელდება, სანამ “ნორმალური ურთიერთობა” არ დაბრუნდება.

“მოწმე გავხდით გაუგონარი, საქართველოსთვის, დემოკრატიული სამყაროსთვის აბსოლუტურად შეუფერებელი, მორალურ-ფსიქოლოგიური ტერორის. ეს ხორციელდება კონკრეტული ტელევიზიების მიერ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ და რაც მთავარია, კონკრეტული პოლიტიკური პოზიციიდან. სრულიად უზნეოდ და სრულიად დაუსაბუთებლად, ასევე ამორალურად, გარდაცვლილი კოლეგის საკითხს იყენებენ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში.

სანამ ჩვენ არ დავბრუნდებით ნორმალური ურთიერთობის, რესპონდენტისა და ჟურნალისტის ურთიერთობის ფორმატში, თუნდაც უმწვავესი შეკითხვებით, თუნდაც უმწვავესი დაპირისპირების, ჩვენ არ ვართ განწყობილი და სწორი დემარშია, რომ საერთოდ კომენტარი არ მივცეთ კონკრტულ ტელევიზიებს”, – თქვა გია ვოლსკიმ. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img