21.01.2025

გია ვოლსკი – IPSOS-ის კვლევა უკვე ანეკდოტივით გახდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ანეკდოტივით გახდა უკვე IPSOS-ის კვლევა და პრაქტიკულად, თაღლითური ორგანიზაცია ჩამოყალიბდა IPSOS- ისგან. ამის შესახებ ვოლსკიმ დღეს, ჟურნალისტებთან ისაუბრა, რითაც IPSOS- ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თბილისის გარდა, სხვა თვითმმართველ ქალაქებში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ.

“თავიდან მეგონა, რომ ფეიკ-ნიუსია გავრცელებული და მასხრად აგდება უნდოდათ კიდევ ერთხელ. ანეკდოტივით გახდა უკვე IPSOS-ის კვლევა, ყველა აცილებულია რეალობას იმდენად, რომ საერთოდ ტაიმაუტს აიღებდნენ მეგონა, თავის საქმიანობაზე უარს იტყოდნენ ცოტა ხნით მაინც. პერსონალურად არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით და არა პიროვნული მიზეზებიდან გამომდინარე პრაქტიკულად თაღლითური ორგანიზაცია ჩამოყალიბდა ამ IPSOS- ისგან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img