16.10.2024
- Advertisement -spot_img

გია ვოლსკი ოპოზიციის ალტერნატიულ სამუშაო პროცესზე – ეს არის პოლარიზაციისა და დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობა

ეს არის პოლარიზაციისა და დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობა, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ალტერნატიულ სამუშაო პროცესს, რომლის მიზანიც ევროკომისიის 12-პუნქტის შესრულებაზე კანონპროექტების მომზადებაა.

ვოლსკის შეფასებით, „რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც რევოლუცია ჰქვია, ჩაფლავდა და ამ ჩაფლავების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ საპარლამენტო ფორმატებში მუშაობაზე უარს იტყოდნენ“.

„პარალელური პროცესი, რომელიც ამოვარდნილია საკონსტიტუციო ფორმატიდან, საკუთარ თავს თავადვე ახასიათებს. თუკი ვინმეს მიმართ უნდობლობა შეიძლება გამოიხატოს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც რადიკალიზმის, დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესების განვითარების მუდმივი მცდელობა აქვს. ეს ხალხი ამ ფორმატიდან ვერ ამოვარდა.

პარალელური პროცესიც სწორედ ამის მაჩვენებელია. ვერ შეძლეს რა რევოლუციის განვითარება, მათთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა საკონსტიტუციო ფორმატებში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img