20.04.2024
- Advertisement -spot_img

გია ვოლსკი – პროტესტის ეს ფორმა პატრიოტულ თემას აღვივებს, თან ეროვნულ ინტერესს უპირისპირდება

პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ნამახვანჰესის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროტესტის ეს ფორმა პატრიოტულ თემას აღვივებს, თან ეროვნულ ინტერესს უპირისპირდება.

“საკმაოდ დიდია მასალა, რომელიც საერთაშორისო დონის ექსპერტებმა მიაწოდეს ჩვენ საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ არათუ საფრთხის შემცველია, არამედ აუცილებელია ამ პროექტის [ნამახვანჰესის] განხორციელება დამოუკიდებელი ქვეყნისათვის. როგორც ეკოლოგიური, ასევე ეროვნული თვალსაზრისით, ყველა ასპექტით მნიშვნელოვანი პროექტია. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და ესეც დასაშვებია. ჩემი სიმპათია მათ, ვისაც სხვა მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ პროტესტის ასეთ ფორმაზე გადასვლა, რა საკვირველია, ბევრ ეჭვს აჩენს პოლიტიზირებაზე და ზოგადად იმ ემოციასთან დაკავშირებით, რომელიც ამ პატრიოტულ თემას აღვივებს ერთის მხრივ და მეორე მხრივ ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება. მათ შორის, თუნდაც 26 მაისის ბლოკირებით ან ხელშეშლით, ან თუნდაც პარალიზებით და ასეთი ულტიმატუმებით, რომელიც გავიგონეთ ორგანიზატორების მხრიდან.” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, გუშინ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა 24 მაისს, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ 26 მაისს მათ აქციაზე მივიდნენ და არა აღლუმზე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img