09.12.2021
- Advertisement -spot_img

გიგა ბოკერია – კრიზისი განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პატიმრები, მელია და რურუა გათავისუფლდებიან

პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს ცუდი ან ძალიან ცუდი თუ კრიზისის რეალურად განმუხტვაზე არ წამოვლენ, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნების დანიშნვას გულისხმობს , – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, შარლ მიშელმა ოპოზიციისგან ფუნდამენტური გზავნილები მოისმინა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი შეერთებულ შტატებთან ერთად, ევროკავშირიცაა და ამ რანგის თანამდებობის პირის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური სპექტრის მთლიანი შემადგენლობისგან ფუნდამენტურად ერთი გზავნილის მოსმენა, რომ კრიზისი საქართველოში განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური დევნა შეწყდა ანუ პოლიტიკური პატიმრები: მელია და რურუა გათავისუფლდებიან. ამასთან, დავსხდებით საუბრისთვის,როგორ მივდივართ ვადამდელ სამართლაინ არჩევნებამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მას მოესმინა როგორც დეტალები, ასევე ჩვენი არგუმენტები. მის ნაცვლად მე არ ვისაუბრებ, ეს არასწორია. ერთადერთი ამ შეხვედრიდან გამომდინარე, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, თავისუფალი სამყაროს, ამ შემთხვევაში ევროკავშირის ყურადღება ეპიზოდური იყო და გადაივლიდა და მერე აღარ იქნებოდა, გაქარწყლდა. ეს ვიზიტი არის იმის დასტური, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული მომავალში მისი პოლიტიკური ფასი. ჩვენ პლებისციტს მხარს ვუჭერთ, როგორც სერიოზულ კომპრომის. პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს ცუდი ან ძალიან ცუდი თუ კრიზისის რეალურად განმუხტვაზე არ წამოვლენ, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნების დანიშნვას გულისხმობს.

ჩვენი მიზანი არის ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ მკაფიოდ დაინახოს ის საფრთხე, რაც მას ელის თუ ბოლომდე შეტოპავს.თუ ბოლომდე შეტოპავს ნამდვილად ელის სანქციები. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიმუშავებთ თავისუფალ სამყაროს ყველა არგუმენტი მივაწოდოთ თუ რატომ არის აუცილებელი მისთვის ამ საფრთხის მკაფიოდ დანახება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ხვალინდელი გეგმა არ შეცვლილა და პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img