18.01.2025

გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა

შსს-ს ინფორმაციით, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა 2000 ლარით დაჯარიმდა.

გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. ამასთან, 7 ოქტომბერს მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. გიგი უგულავას აქციაზე სიტყვით გამოსვლას საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. გუშინ უგულავამ სოციალურ ქსელში „პისიარ“ ტესტის პასუხი გამოაქვეყნა. „მე სრულად ვარ ჯანმრთელი, ასე ვიყავი 14 ოქტომბერსაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა“, – დაწერა ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის საერთო კანდიდატმა გიგი უგულავამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img