19.04.2024
- Advertisement -spot_img

გიორგი აბაშიშვილიც გახარიას გუნდს უერთდება

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციის მოახლოებასთან ერთად, პრემიერის გუნდის ახალი წევრები, ნელ-ნელა საჯაროდ აცხადებენ გახარიას გუნდში ყოფნის მზაობას.

ცოტა ხნის წინ, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.

როგორც აბაშიშვილი “ფეისბუქზე” წერს, მისი და გიორგი გახარაის ხედვები ერთმანეთს ძალიან ემთხვევა.

„ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!“- წერს აბაშიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ასევე, დღეს საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ დაადასტურა, რომ იქნება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img