29.03.2024
- Advertisement -spot_img

გიორგი ბარძიმაძე განმარტავს, რატომ მიაწოდეს გამოძიებას მედიკოსებმა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე არასწორი ინფორმაცია

ახალციხის კლინიკა „იმედის“ დირექტორი გიორგი ბარძიმაძე მედიკოსების მიერ, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას სტრესული ვითარებით ხსნის და ამბობს, რომ ბრალის წარდგენა დანაშაულის დამტკიცებას არ ნიშნავს. ბარძიმაძე აცხადებს, რომ მეგი ბაქრაძეს კლინიკაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა.

„ეს ხალხი დღესაც სტრესულ სიტუაციაშია და იმ დროსაც სტრესულ სიტუაციაში იყვნენ. შეიძლება რაღაც, რაც იმ დროს, პირველად თქვეს, შემდეგ დააზუსტეს. დროულად აღმოუჩინეს დახმარება. ვარაუდებზე პასუხს ვერ გაგცემთ. ვნახოთ, ჩატარდება გამოკვლევები. მხოლოდ პროკურატურა არ არის, სამედიცინო გამოძიებაც მიმდინარეობს მარეგულირებელი სააგენტოს მიერ და ვნახოთ, რა დასკვნას დადებენ ექსპერტები“, – აღნიშნა ბარძიმაძემ “ქრონიკასთან”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img