19.04.2024
- Advertisement -spot_img

გიორგი ბოტკოველი – ნიკა მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, მაგრამ ეს არ არის გირაო, ეს იქნება გამოსასყიდი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან

მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, ეს იქნება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტპატიმრის გამოსასყიდი, ნიკა, ძალიან მალე თავისუფალი იქნება, – ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ნიკა მელიას მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მელიასთან საპატიმროში შეხვედრაზე საერთო პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

„ძალიან ბევრი, კონკრეტული საკითხი გავიარეთ, რაც ჩვენს დღევანდელ, სამომავლო საქმიანობას ეხება, ბევრ საკითხზე შევჯერდით. ამ დღეების განმავლობაში ბევრი სიახლე იქნება. რაც შეეხება დედაქალაქის მერს, ადგილობრივ არჩევნებზე ვისაუბრეთ, მაგრამ მხოლოდ დედაქალაქის მერის პოსტი რატომ არის ასეთი აქტიური და არ არის სხვა რეგიონის და სხვა ქალაქის, თუ შეთანხმებაზე და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაზეა საუბარი, სხვა მუნიციპალიტეტებზეც უნდა ვისაუბროთ. რაც შეეხება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, მას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რას და როგორ აპირებს. დარწმუნებული ვარ, ცოტა დროა დარჩენილი, რომ ნიკა მელია გარეთ გამოვიდეს, ამის შემდეგ თვითონ განაცხადებს თავის გეგმებზე, თუნდაც, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გირაოს, ის თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, მაგრამ ეს არ არის გირაო, ეს იქნება გამოსასყიდი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე მოხდება და ნიკა მელია თავისუფალი იქნება, ეს შეიძლება იყოს 3, 5 დღე, ერთი კვირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მალე იქნება. ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია”,- განაცხადა ბოტკოველმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img