17.09.2021
- Advertisement -spot_img

გიორგი გახარია – 20 ივნისს არც ერთი ეს ვაჟბატონი პარტიიდან იქ არ იყო, სად იყვნენ დამალულები კაცი-შვილმა არ იცის

“მე არაფერს არ გავაკეთებდი ისეთს, რომ პარტია, რომელსაც მე ვემსახურებოდი ბოლო 7 წლის განმავლობაში, დამეზიანებინა.” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია “ტვ პირველთან”, ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ისაუბრა.

” ახლა ვიღაცა გამოვა და მე დამდებს ბრალს, რომ მე, თურმე, ნაციონალებთან რაღაც კავშირი მაქვს, მე, ადამიანს, რომელმაც 20 ივნისის ბრძოლა გადავიტანე და არცერთი ეს ვაჟბატონი, ვერც ვიპოვეთ იქ პარლამენტში, სად იყვნენ დამალულები, კაცი-შვილმა არ იცის.” – განაცხადა გახარიამ.

 გახარია თქმით, აქციის დარბევა პარტიის იმჟამინდელი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ჩარევის გარეშე გადაყწდა. 

“20 ივნისთან დაკავშირებით, მე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ჩემი ტვირთია და მე ამ ტვირთს ვატარებ. მე მაშინ ვიყავი შინაგან სამქეთა მინისტრი, მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე. არცერთ შემთხვევაში, მე არანაირი შემთხვევა, არც შს მინისტრის პოზიციაზე, არც ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე, არ მქონია”, – განაცხადა გახარიამ. 

წამყვანის კითხვაზე, გადაწყდა თუ არა 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დარბევა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე, გახარიამ უპასუხარ, რომ “რა თქმა უნდა, ასე იყო”. 

გიორგი გახარიას, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ამ დრომდე არ განუცხადებია, გასცა თუ არა პირადად მან ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის ბრძანება. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მეგის ქარდავას ექსტრადირება. 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ექვსზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

1tv.geმეგის ქარდავას მიმართ წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება უვადო პატიმრობას ითვალისწინებსმეგის ქარდავას ექსტრადიციასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img