24.04.2024
- Advertisement -spot_img

გიორგი გახარია-არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან

“არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან”-ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ინტერვიუ მის სახლთან არის ჩაწერილი, კადრებში მასთან შეხვედრაზე მყოფი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ დაუშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე ჩანან. ისინი გახარიასთან ერთად გამოდიან ყოფილი პრემიერის სახლიდან.

ინტერვიუს ეთერში გასვლიდან რამდენიმე წუთში გიორგი გახარიამ, ფეისბუქის პირად გვერდზეც იგივე დაწერა – “არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან” – და გამოაქვეყნა ფოტო სადაც მის ზურგს უკან ერთ-ერთ შეხვედრაზე აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ჩანს.

მისი თქმით ის განცხადების გასაკეთებად ემზადება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img