24.04.2024
- Advertisement -spot_img

გიორგი გახარია – გადადგომამდე ივანიშვილს ვერ დავუკავშირდი, ოცნებამ პოლიტსაბჭოზე უარი მითხრა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გადადგომამდე ცდილობდა, ბიძინა ივანიშვილს დაკავშირებოდა, თუმცა “ეს კონტაქტი ვერ შედგა”. მისი თქმით, მანამდე, ქართულ ოცნებაში პოლიტსაბჭოს შეკრებაზეც უარი უთხრეს. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია “ტვ პირველზე” გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.

გახარიას თქმით, ივანიშვილთან დაკავშირება მაშინ გადაწყვიტა, როდესაც დაინახა, რომ მის კომპეტენციაში სხვები ერეოდნენ. 

“მე მქონდა მცდელობა დაკავშირების [ბიძინა ივანიშვილთან], სწორედ მაშინ, როდესაც დავრწმუნდი, რომ ადამიანები, რომლებსაც ამის არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ვერასდროს ამას ვერ გაბედავდნენ, ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში, მქონდა მცდელობა დაკავშირების, იმისთვის, რომ გამერკვია, რა ხდებოდა. ეს კავშირი ვერ შედგა და ამის შემდგომ მე დავუძახე ჟურნალისტებს და გავაკეთე ის განცხადება, რომელიც გავაკეთე. 

მე, არცერთი პროცედურული ნაწილი არ დამირღვევია, როცა ვნახე, რომ პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან კომპრომისი ვერ ვიპოვე, მოვითხოვე პოლიტსაბჭოს შეკრება. ეს ხდება 18 თებერვალს, დილით ადრე. შესაბამისი ინფორმაცია გავაგზავნე: “იმიტომ, რომ მე ვერ მივაღწიე ამასთან, ამასთან ამ და ამ საკითხზე შეთანხმბას, გთხოვთ, სასწრაფოდ მოვიწვიოთ პოლიტსაბჭო, სადაც გაგაცნობთ ჩემს პოზიციას და დავაფიქსირებ ჩემს პოლიტიკურ პოზიციას” – უარი მითხრეს”, – თქვა მან.

ასევე, ტვ პირველთან ინტერვიუში გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაზე მსჯელობისას გაიხსენა, რომ პროცესში “უხილავი ხელების მოქმედებდნენ” და პრემიერიმინისტრის უფლებამოსილებაში ერეოდნენ “პარტიიდან”. ამასთან, მან არ დაასახელა, თუ ვინ იგულისხმა “უხილავ ხელში”. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img