12.06.2021
- Advertisement -

გიორგი გახარია ივანიშვილზე – მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო…სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი გიორგი გახარია “ქართული ოცნების დამფუძნებელს” და პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილის ვრცელ წერილს რამდენიმე წინადადებით სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გამოეხმაურა. 

მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო…

სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს.

ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!”. – წერს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, გიორგი გახარიას შესახებ ვრცელი წერილი გაავრცელა. 

ივანიშილმა გიორგი გახარიას მიერ “ქართული ოცნების” დატოვებას გუნდის და სახელმწიფოს ღალატი უწოდა, რაც “გაუგონარი მიზეზით მოხდა” და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფსევდოპარტიების შექმნა მისი ხელწერა არ არის.

ივანიშვილის შეფასებით, გახარიას პარტიას არ აქვს იდეოლოგიური და კონცეპტუალური საფუძველი და გახარიას პარტია “აშკარად მოაზრებულია, როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად”. 

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ექიმებმა დანიელი ფეხბურთელის, კრისტიან ერიქსენის გადარჩენა შეძლეს

მედიაში გავრცელებული, ინფორმაციით ქრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბიულურია და ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა შეძლეს.  ცოტა ხნის წინ სტადიონზე, სადაც მატჩი მიმდინარეობდა...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -