12.06.2021
- Advertisement -

გიორგი გახარია – კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე არ ვილაპარაკებ, პრობლემა სისტემურია

მე კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე არ ვილაპარაკებ, რადგან ეს არის სისტემური პრობლემა. უაღრესად მძაფრად გამოჩნდა არჩევნების შემდეგ მძაფრად გამოჩნდა ინსტიტუტების სისუსტე – განაცხადა გიორგი გახარიამ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვდრისას.

გახარიამ განმარტა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებში კორუფციისა და ნეპოტიზმის, როგორც სისტემური პრობლემის შესახებ, ბიზნესომბუდსმენობის დროიდან იცოდა და მუშაობდა მის მოგვარებაზე.

ყოფილი პრემიერის თქმით, მისი ცნობილი განცხადებიდან მეორე დღესვე მიმართა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებით ანტიკორუფციული საბჭოს პრემიერის დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ.

„დაახლოებით 5-6 თვის წინ, როცა მთავრობის ახალი მანდატი მტკიცდებოდა, მაშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან ვთქვი ის, რაც ვთქვი და მეორე დღეს მივმართე პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებით, ჩემი წამოსვლიდან მეორე-მესამე დღეს დამტკიცდა, მისი მიზანი იყო ანტიკორუფციული საბჭოს პრემიერის ქვეშ გადმოტანა. ჩვენნაირი ქვეყნებს გაცხადებული სტრატეგია უნდა ჰქონდეთ.

მე კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე არ ვილაპარაკებ, რადგან ეს არის სისტემური პრობლემა. უაღრესად მძაფრად გამოჩნდა არჩევნების შემდეგ მძაფრად გამოჩნდა ინსტიტუტების სისუსტე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმითვე, მან თანამდებობაზე ყოფნისას დაიწყო პარტნიორებთან მუშაობა იმაზე, რომ შექმნილიყო ერთიანი  ანტიკორუფციული საგამოძიებო სისტემა. 

„მოსამზადებელი სამუშაოების დონეზე გვქონდა დაწყებული ჩვენს პარტნიორებთან, რომ კორუფციული საქმეების გამოძიების მექანიზმებია დასახვეწი, შესაქმნელია ერთიანი საგამოძიებო სისტემა. დღეს გადანაწილებულია სხვადასხვა უწყებებში. ეს სისტემური საკითხია. 

იყო რამდენიმე ინიციატივა. პირველი იყო ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება, მეორე იყო დეოკუპაციის სტრატეგიის განხორციელება და მესამე ინტეგრაციის საკითხების უნიფიცირება, რაც ნიშნავდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან ევროინტეგრაციის იუნითის და ნატოს საინფორმაციო ცენტრის გაერთიანება პრემიერის აპარატის ქვეშ. ეს არაა საკითხები, რომლებიც მე გუშინ დავიწყე”, – ამბობს გახარია.

ცნობისათვის, პარტიის პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ხოლო ერთი წლის წინ, 2020 წლის 27 მაისს, როცა პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა, გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, კორუფციის არსებობა უარყო.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

დანიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა ევრო2020-ზე ფინეთთან მატჩის მსვლელობისას გონება დაკარგა.

„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს გაურკვეველი ინციდენტი მოხდა და დანიის ფეხბურთელი კრისტიან...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -