24.07.2021
- Advertisement -spot_img

გიორგი გახარია – მემორანდუმს პარტია „საქართველოსთვის“ არ შეუერთდება, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური კეკლუცობაა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ლგბტქ+ უფლებების მემორანდუმს პარტია „საქართველო“ არ შეუერთდება, რადგან ეს საკითხით არაგონივრული მანიპულაცია და პოლიტიკური კეკლუცობაა.


„მემორანდუმს პარტია „საქართველოსთვის“ არ შეუერთდება მარტივი მიზეზის გამო – იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური კეკლუცობაა და ამის უკან ვერაფერს შინაარსობრივს ან კონკრეტულ მიზნისთვის გადადგმულ ნაბიჯს ვერ ვხედავთ. მსგავსი, უაღრესად მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებისთვის სენსიტიური და მგრძნობიარე საკითხის აი, ასე, პოლიტიკურად პიარი, მიმაჩნია, რომ არაგონივრულია, არასწორია. საქმე უნდა აკეთოს ყველამ – სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ფიზიკური უსაფრთხოება, სახელმწიფომ უნდა დაიცვას კონსტიტუცია და კონსტიტუციური უფლებები და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ისე, რომ მოქალაქეები კი არ უნდა დააპირისპიროს ერთმანეთს და ეკლესიის და უმრავლესობის ზურგს კი არ უნდა ამოეფაროს, თვითონ უნდა იყოს ავანგარდში, პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს და ასე მოქმედებდეს“, – უპასუხა გახარიამ მედიის კითხვას ქუთაისში, ახალი ოფისის გახსნაზე.

15-მა პარტიამ ლგბტქ+ უფლებების დაცვის შესახებ მემორანდუმს ხელი 2021 წლის 16 მაისს მოაწერა. მემორანდუმზე ხელი არ მოუწერია მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img