25.10.2021
- Advertisement -spot_img

გიორგი გახარია “ოცნებასთან” და ენმ-სთან კოალიციაზე უარს ამბობს და ღია კონსულტაციებს სთავაზობს

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხდებით, მუნიციპალიტეტების დონეზე არც ქართულ ოცნებასთან და არც ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციაში შესვლას არ აპირებს. ამასთან, ის ორივე პარტიას საკრებულოს დაკომპლექტებისთვის ღია მოლაპარაკებებს სთავაზობს.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და სხვა მსხვილ ქალაქებში მათ პარტიას გადამწყვეტი ხმა აქვს როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ისე თავმჯდომარის არჩევაში. მისივე თქმით, ქართული ოცნებაც და ნაციონალური მოძრაობაც “ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში” ცდილობენ, მათთან შეთანხმების მიღწევას. თუმცა გახარია ამბობს, ერთი პარტიის მიერ მართული საკრებულო მათთვის მიუღებელია.

“ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა არ შეიქმნას კრიზისი მუნიციპალიტეტების დონეზე, ქალაქებმა და საკრებულოებმა უნდა იფუნქციონირონ. ვთავაზობთ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას, ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება, დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობის მიღება. ჩვენ მზად ვართ, უპირობოთ დავეთანხმოთ ნებისმიერ მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში.

ხოლო თუ რომელიმე მხარე არ ისურვებს ამ ფორმატში მონაწილეობას ან ამ ფორმატში ვერ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ჩვენ ვიმოქმედებთ ძალთა ბალანსის პრინციპით, რომ არ დავუშვათ არც ერთ მუნიციპალურ დონეზე ძალაუფლების კონცენტრაცია, ერთპარტიული საკრებულოების ფუნქციონირება. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი ამომრჩევლების დავლება. არც ერთი მუნიციპალიტეტის დონეზე არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას არც ონებისთვის და არც ნაციონალური მოძრაობისთვის”, – განაცხადა გახარიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე 24 ოქტომბერს, აშშ-ში ვიზიტის დროს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.  ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ამერიკის ეპარქიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img