27.07.2021
- Advertisement -spot_img

გიორგი გახარია – სახელმწიფომ ეს ყველაფერი პირდაპირ წაახალისა თავისი უსუსურობით

ის სისტემური ძალადობა მედიაზე, რომელიც იყო – კატეგორიულად მიუღებელია. წაახალისა თუ არა ეს სახელმწიფომ? სახელმწიფომ ეს ყველაფერი პირდაპირ წაახალისა თავისი უსუსურობით” – ასე შეაფასა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ 5 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენები.

გახარიას თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან მისი ვალდებულებაა ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა.

“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოქალაქის მრწამს.  ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. უმრავლესობის და ეკლესიის ზურგს ამოფარებული მმართველი ძალა, რომელიც შემდგომ თავის უმოქმედობას უბრალოდ ხსნის იმით, რომ მე ეს ყველაფერი გითხარით წინასწარო, გაგაფრთხილეთო – არის უსუსურობა, ეს არსი პირდაპირი წახალისება სახელმწიფოს დემონტაჟის, საერთოდ ქვეყანაში ინსტიტუციონალური აღრევის”. – თქვა გახარიამ

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img