28.10.2021
- Advertisement -spot_img

გიორგი გახარია – სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები

ის, რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, საქართველოს სხვა მოქალაქეები, ეს ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია, მე არ მჭირდება დიდი გამოძიება, რომ დასკვნები გავაკეთო,- განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.

გახარიას თქმით, როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის ორგანიზატორი ან წამხალისებელი, პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.

„კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ლექსო ლაშქარავას ოჯახის წინაშე, მედია საზოგადოების, ჟურნალისტების წინაშე, „ტვ პირველის“ წინაშე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემთვის ის რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა, ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, საქართველოს სხვა მოქალაქეები, ეს უკვე საკმარისზე მეტია, მე არ მჭირდება დიდი გამოძიებები, რომ დასკვნები გავაკეთო. მე აქ ვხედავ ძირითად მიზეზს, როდესაც სახელმწიფო თავის საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს ჩამოშლილი ინსტიტუტებია. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის ორგანიზატორი ან ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის წამხალისებელი, რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულება, დაიცვას თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ის, რომ სახელმწიფომ წინასწარ რაღაც იცოდა და გაგვაფრთხილა, ეს მხოლოდ ამძიმებს მის მდგომარეობას და არ ამსუბუქებს – სახელმწიფო მოღვაწეებმა, რომლებიც საუბრობენ ხოლმე ასეთი გონორით, რომ „ჩვენ ხომ გაგაფრთხილეთ!“ – ეს უნდა გაითვალისწინონ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასაც გამოეხმაურა.

„მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან კარგად მესმის, რომ საგამოძიებო ორგანოებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, გამოძიება დასრულდეს. ის, რომ უწყება დოზირებით გვაწვდის ინფორმაციებს, ეს ძალიან სამწუხაროა და ჩემთვის ნიშნავს ერთ რაღაცას – უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნათქვამ სიტყვას იმდენად უკვე ნდობა და ფასი აღარ აქვს, იძულებულები არიან დაარღვიონ, მათ შორის, კანონი და ასე ნაწილ-ნაწილ საზოგადოებას შესთავაზონ ეს. ეს პირდაპირ მიუთითებს ინსტიტუტების სისუსტეზე. ეს მიუთითებს იმას, რომ ჩვენი ინსტიტუტები ძირითად მათ ფუნქციებს ვერ ასრულებს,“- განაცხადა გახარიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სანტა ფეს ოლქის შერიფი – ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე

სანტა-ფეს პოლიციამ ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ პირველი ოფიციალური გაცხადება გააკეთა. ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img