28.11.2021
- Advertisement -spot_img

გიორგი გახარია – თანამდებობაზე რომ ხარ ადგილობრივი ხელისუფლება სხვა გზებით გატარებს, Google Maps-ით დანგრეულ გზებზე გიწევს სიარული, ამით საკუთარ თავს ვაკრიტიკებ

რეგიონებში სიარულის შემდგომ სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ იყო სწორი – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქობულეთში, პარტიის ოფისი გახსნაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როცა თანამდებობაზე ხარ, ადგილობრივი ხელისუფლება იმ გზებით გატარებს, რომლებიც უნდა, შენ თვითონ როცა დადიხარ, დანგრეულ გზებზე გიწევს სიარული.

„ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ რეგიონებში სიარულის შემდგომ სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ იყო სწორი. მომეცა ხალხთან ახლო ურთიერთობის შესაძლებლობა. თანამდებობაზე რომ ხარ, როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლება იმ გზებით გატარებს, რომლებიც უნდა და ახლა, შენ თვითონ Google Maps-ით რომ დადიხარ, სულ დანგრეულ გზებზე გიწევს სიარული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ჩემს თავს ვაკრიტიკებ ახლა ამით და ამას მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

აჭარაში უაღრესად მნიშვნელოვანია აჭარის განვითარების ეკონომიკურ მოდელზე ჩამოყალიბება. აქ ძალიან ბევრი საკითხია, აჭარას აქვს დიდი ლოგისტიკური მნიშვნელობა, უდიდესი ტურისტული მნიშვნელობა და როდესაც ვამბობ, რომ ქობულეთი, ბათუმი, გონიოს ტურისტული აგლომერაციის ერთიანი განვითარების გეგმაა შესამუშავებელი, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. მოსაფიქრებელი და გადასააზრებელია აჭარაში პორტების, აეროპორტების ფუნქცია და მათი გათანამედროვება. აჭარაში გადასააზრებელია სოფლის მეურნეობის კომპონენტი და არის ძაან დიდი კომპეტენციაა, მათ შორის ახალგაზრდების, რომლებიც გამოსაყენებელია. თქვენ ნახავთ და დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათ პარტია „საქართველოსთვის“ როგორც მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები, ასევე საკრებულოებში სიები, ეს იქნება ახალგაზრდა, კომპეტენეტური და კეთილსინდისიერი ხალხის ნაკრები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა

Reuters-ის ინფორმაციით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. კერძოდ, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img