19.09.2021
- Advertisement -spot_img

გიორგი გახარია – ვიღაცებს ეგონათ, რომ გავქრით, დავიკარგეთ, მაგრამ არა, მეგობრებო, არსად გაქრობას არ ვაპირებთ

ვიღაცებს ეგონათ, რომ გავქრით, დავიკარგეთ, მაგრამ არა, მეგობრებო, არსად გაქრობას არ ვაპირებთ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა, სადაც პარტიის ოფისი გახსნა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ადგილობრივ არჩევნებს აქვს უფრო დიდი დატვირთვა, ვიდრე მუნიციპალური მნიშვნელობაა.

„აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას იმიტომ, რომ ვთვლით, რომ ეს არჩევნები არ არის მხოლოდ მუნიციპალური მნიშვნელობის. ამ არჩევნებს აქვს სხვა უფრო დიდი დატვირთვა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ მნიშვნელობა როგორც ამ არჩევნების, ასევე ის, რამდენად ღირებული იქნება მათი არჩევანი“,- განაცხადა გახარიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img