28.09.2021
- Advertisement -spot_img

გიორგი გახარიას გუნდმა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. საქმე ეხება 4 ივნისს, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ნიკა მელიას დაკავების წინ ენმ-ს ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და ეჭვები გაუჩნდათ გახარიაზეც.

გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ირაკლი კობახიძის უმძიმეს განცხადებასთან დაკავშირებით, სამართლებროვი რეაგირება უნდა მოხდეს.

“ჩვენ ვიხილეთ 4 ივნისს მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული ბრალდებები, რომელიც ეხებოდა პოლიციელების, ჯარისკაცების და იმჟამინდელი პრემიერმინისტრის მიერ შეთქმულებას საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ესაა უმძიმესი ბრალდებები, რომელსაც აუცილებლად სჭირდება შესაბამისი რეაგირება.

ბატონმა ირაკლი კობახიძემ ახსენა პოლიტიკური განზომილების ნაწილი, და არ უხსენებია სამართლებრივი ნაწილი. ამ უმძიმეს ბრალდებებს ჭირდება სამართლებრივი ნაწილი, რადგან ქვეყანაში არავის აქვს უფლება, ჩვენს გმირ პოლიციელებსა და ჯარისკაცებს დასდოს უაპელაციო ბრალი და არ აგოს პასუხი”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ პროკურატურაში მისვლისას. 

ბერდია სიჭინავა ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის დრევანდელ განცხადებასაც და აღნიშნა, რომ ისინი “ჭორაობას არ აპირებენ არავისთან”.

შეგახსენებთ, 4 ივნისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავებამდე კიევიდან და ენმ-ს ოფისიდან ჰქონდათ ინფორმაცია ოპოზიციური პარტიის გეგმაზე, მმართველი გუნდი არალეგიტიმურად გამოეცხადებინათ და შეექმნათ ალტერნატიული მთავრობ. მისივე თქმით, ეს ამბავი ქვეყნის პრემიერმინისტრს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ჰქონდათ ეჭვი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img