20.04.2024
- Advertisement -spot_img

გიორგი გახარიას თქმით, იმედი პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია “თოქ-შოუების” წამყვანებთან შეხვედრაზე გამოეხმაურა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეფასებებს მის შესახებ. კერძოდ, გახარიამ ხაზი გაუსვა განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას „TV პირველი“ და „ფორმულა“ უწევენ პოპულარიზებას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ლექსიკა ერთმანეთს ემსგავსება, როცა ისინი გიორგი გახარიას შესახებ საუბრობენ.

“დღეს ასევე უთქვამთ, რომ შეხედეთო, რომელი ტელევიზიებიო აპიარებენო და აქედან გავაკეთოთ დასკვნაო, ეს იქნება მიმანიშნებელიო, გახარიაო მიშა სააკაშვილის პროექტი არის თუ არაო და დღეს, აგერ იმედი არ არის. ეს რას აჩვენებს, იცით? ეს ჩემთვის პირდაპირ აჩვენებს, რომ იმედი პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა. მაშინ, როდესაც 4 თვის უკან დიდი სიამოვნებით იყო ნებისმიერი კარი იმედის ჩემთვის გაღებული, დღეს არცერთ ღონისძიებაზე არავინ მოსულა, ძალიან გამიკვირდა რუსთავი 2 [ინტერვიუზე]რომ მოვიდა” – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია ტელევიზიის ჟურნალისტებთან პირველ პრესკონფერენცია გამართა.

შეხვედრის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ „იმედი“ და „POSTV“ არ მივიდნენ, მიუხედავად გახარიის პარტიის თხოვნისა.

„სამწუხაროდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო „იმედის“ და „POSTV“ ადგილები თავისუფალია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოვიწვიეთ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img