04.12.2021
- Advertisement -spot_img

გიორგი კაკაურიძე – ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ დამატებით საგადასახადო შეღავათებზე

ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ დამატებით საგადასახადო შეღავათებზე – მე ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება რეგულაციების გამკაცრება პანდემიიდან გამომდინარე,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კაკაურიძის თქმით, დამატებითი შეღავათების დაწესება დეფიციტს გაზრდის, რაც ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

„მჯერა, იმ რეგულაციების კარგად დაცვით, რაც ქვეყანაში არსებობს, შევძლებთ, რომ დამატებითი შეზღუდვების გარეშე გადავიაროთ ეს პერიოდი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დამატებითი შეღავათების დაწესება ვერ მოხდება, რადგან თითოეული დამატებით შეღავათი არის დამატებითი დეფიციტი, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად აისახება, უკვე ვართ დეფიციტის იმ მაჩვენებელზე, რომლის უფრო გაზრდა კონტრპროდუქტიულია ეკონომიკისთვის,“ – განაცხადა კაკაურიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img