15.10.2024
- Advertisement -spot_img

გიორგი კალანდარიშვილი – მოულოდნელი და გაუგებარი იყო ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტმა მიიღო

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მისი კანდიდატურა ასარჩევად არ წარუდგინა.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისთვის უცნობია ის მოტივი და გარემოებები, რის მიხედვითაც პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

„გარკვეულწილად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩემთვის უცნობია იმ გარემოებების და მოტივების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ორჯერ უკვე ვიყავი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი. ამასთან, ერთწლიანი საქმიანობის ფონზე ჩვენ გვაქვს პროგრესი ადმინისტრაციის საქმიანობაში და მნიშვნელოვანი წინსვლა. ჩემთვის გაუგებარი მოტივების შესახებ, ამიტომ საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა განმარტებები, რომელიც ადმინისტრაციას ამ მიმართულებით ექნება, თუ ასეთი იარსებებს. მიუხედავად ხსენებული გარემოებისა, ჩემთვის პირველ რიგში, დღეს მთავარ პრიორიტეტად რჩება ის, რომ თავდაუზოგავად გავაგრძელოთ მუშაობა დაწყებული რეფორმების და პროექტების ბოლომდე მისაყვანად, იმ უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, რაც დარჩენილია. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას უარყოფითი გავლენა ვერ ექნება ჩემი საქმიანობის ხარისხზე. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ უმაღლესი სტანდარტი დავადგინეთ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, გარკვეულწილად მოულოდნელი და გაუგებარი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გაკეთდა. ალბათ, იქნება შესაბამისი შეფასება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან და გვექნება ანალიზის საშუალება. ჩვენ ვნახეთ, რომ საკონკურსო კომისიის ოქმის მიხედვით ჩემ კანდიდატურას პოზიტიური შეფასებები ჰქონდა. შესაბამისად, ამ ფონზეც, ბუნებრივია, ჩემი მოლოდინი სხვა იყო, თუმცა, პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო, რომ წარდგენილი სამი კანდიდატიდან არჩევანი ორზე გაეკეთებინა. რა დაედო ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად, ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარე წარდგენილი კანდიდატების შეფასებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეს წარმატებებს უსურვებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის ფრენას შესაძლოა საათზე ნაკლები დრო დასჭირდეს

ჰიპერსონიკური კომერციული ფრენების ახალი ერა კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიამ  Venus Aerospace -მა  წარადგინა ახალი ჰიპერსონიკური ძრავა, რომელიც, მათი თქმით,  დიდი მიღწევაა ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img