20.04.2024
- Advertisement -spot_img

გიორგი ხოჯევანიშვილი – ფაქტიურად პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც არ დამთავრდება მმართველი გუნდისთვის სასიკეთო შედეგით

ფაქტიურად, პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ დამთავრდება მმართველი გუნდისთვის სასიკეთო შედეგით,- ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა და გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენელმა  გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ხოჯევანიშვილი დღეს გორსა და ხაშურში მერის მოადგილეების მხრიდან თანამდებობების დატოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათზე მიმდინარეობდა ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით. მისივე თქმით, პროცესები დაწყებულია სხვა მუნიციპალიტეტებშიც და ის ორკესტრირებულ ხასიათს ატარებს. მისი თქმით, ეს არის „ქართული ოცნებისთვის“, “დასარულის დასაწყისი”.

“რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოხდა მერის მოადგილეებზე ზეწოლა, ზეწოლა ხდებოდა ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის გახარიას გუნდის თანამოაზრეობის ნიშნით მოთხოვნა თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რომელსაც ერთ დროს თვითონ „ქართული ოცნება“ ებრძოდა, მაგრამ დღეს ამ მეთოდებით ფაქტიურად პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ დამთავრდება მმართველი გუნდისთვის სასიკეთო შედეგით. ეს იყო ორკესტრირებული მოწოდება და ზეწოლა ცენტრალური პარტიის მხრიდან, მთავრობის მხრიდან. მერების მხრიდან იყო უშუალოდ ამ ადამიანებზე ზეწოლა. მე მომაწოდეს ახლა ინფორმაცია, რომ სხვა მუნიციპალიტეტებშიც არის დაწყებული ეს პროცესი.

დაწყებულია ის პროცესი, რომელიც არის სინქრონული, ორკესტრირებული პროცესი და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ მოხდა ერთ, არამედ მოხდა რამდენიმე მუნიციპალიტეტში,”- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img