29.03.2024
- Advertisement -spot_img

გიორგი თაბაგარი – ყოვლად უპასუხისმგებლო პრემიერ მინისტრი გვყავს

“თბილისი პრაიდის” დირექტორი, გიორგი თაბაგარი, პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ “მიზანშეუწონელია” “ღირსების მარშის” გამართვა. თაბაგარი მას “უპასუხისმგებლო” პრემიერს უწოდებს.

“ნაცობა დაგვაბრალა ღარიბაშვილმა. ყოვლად უპასუხისმგებლო პრემიერ მინისტრი გვყავს. ზუსტად ისეთივე ბნელი, როგორც ეს ველური ხალხი, კარვებს რომ გლეჯენ ახლა!”- წერს თაბაგარი სოციალურ ქსელში. 

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღეს დაგეგმილი “ღირსების მარში” მისთვის “მიზანშეუწონელი” და საფრთხისშემცველია.

“დღეს დაანონსებული “მარში” მიმაჩნია მიზანშეუწონლად, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამ აქციის ჩატარება მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს აქცია არ უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ასევე, აღნიშნა, რომ ღირსების მარშის უკან ოპოზიცია დგას და სააკაშვილის მეთაურობით, უკეთებენ ორგანიზებას მარშს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img