04.12.2021
- Advertisement -spot_img

ვაშაძე -ადამიანები, რომლებიც გმობენ ამნისტიას, მაგრამ ელოდებიან ამნისტიის კანონს, რათა შევიდნენ პარლამენტში, ამით პილატე პონტოელის პოზიციას ითავსებენ

ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს ვაგებთ ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს. შესაბამისად, ვაპირებ, ჩემი ვალდებულება შევასრულო და ნიკა მელია გათავისუფლდეს “ამნისტიის კანონით”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„არასწორი ინტერპრეტაციები რომ დასრულდეს, გირაო არ არის ალტერნატივა ამნისტიის კანონის. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი იყო, მელიას საქმე და სხვა პროტესტში მონაწილეების საქმე უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის პროექტი, რადგან გირაო რომც გადაეხადა ევროკავშირს, ეს ნიშნავდა, რომ მელია გამოვიდოდა საპატიმროდან, შეიძლება ისევ შეებრუნებინა „ქართულ ოცნებას“ და ნიკა მელიას ჩასვამდნენ განმეორებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ, გმობენ ამნისტიას და მეორე მხრივ, ელოდებიან ამნისტიის კანონის მიღებას, რათა შევიდნენ პარლამენტში, ამით პილატე პონტოელის პოზიციას ითავსებენ.

„ასევე მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ერთი მხრივ, გმობენ ამნისტიას და მეორე მხრივ, ელოდებიან ამნისტიის კანონის მიღებას, რომ შებობღდნენ პარლამენტში რაც შეიძლება სწრაფად. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის პილატე პონტოელის პოზიცია. ხელები დაიბანეთ პროცესიდან, მაგრამ პროცესით გინდათ, რომ შედეგი მიიღოთ. ჩემი აზრით, სახელების და გვარების ჩამოთვლა არ არის საჭირო, რადგან სია ძალიან გრძელია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამნისტიაზე საუბრისას ვაშაძემ განმარტა, რომ მძიმე მუხლების ამნისტირება არ ხდება, რადგან კონვენციის მიხედვით, ამისი უფლება არ აქვთ.

„კიდევ ერთი სპეკულაცია, რომ თვალების დამთხრელზე გავრცელდება ამნისტიის კანონი, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რადგან თვალების დათხრა არის კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულის ქმედება, რომლის ამნისტიის უფლება არ გვაქვს ჩვენ. რომ შევაჯამოთ, სამშაბათს მივდივართ პარლამენტში, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რის შემდეგაც, პრეზიდენტი იწყალებს გიორგი რურუას, ვარეგისტრირებთ ამნისტიის კანონს, რომელიც ვრცელდება ყველა ადამიანზე, ვინც ახლა არის პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ ვერ გავრცელდება კონვენციით დაცულ მუხლებზე, რადგან ამის უფლება საქართველოს პარლამენტს არ აქვს. მესამე, ვმუშაობთ მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში ნიკა მელიას გათავისუფლებაზე და ყველაზე გვიან, ამნისტიის კანონის მიღებით, ნიკა მელია გათავისუფლდება. ეს არის შინაარსი, რასაც მოვაწერეთ ხელი.

ხაზს ვუსვამ, სწორედ დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ არა დროებით გადაწყვეტილიყო ნიკა მელიას საკითხი, გირაოს გადახდით, არამედ საბოლოოდ გადაწყვეტილიყო ამნისტიის კანონით. პირდაპირ გვითხრეს, არ გვინდა ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან თქვენთან ჩამოსვლა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავიწყო ნიკა მელიას გათავისუფლების მოლაპარაკებები ამ ქვეყანაში. მგონია, ამით ყველაფერი ნათელია, ყველა ინტერპრეტაციას წერტილი დასმული აქვს. ვინმეს თუ რამე კითხვა აქვს, მზად ვარ, ვუპასუხო. პოლიტიკურ სპეკულანტებს მინდა, ვუპასუხო, მოეშვით სპეკულაციას და საქმეს მიხედეთ, მოვეშვათ პოლიტიკურ კეკლუცობას ტელევიზიებით, რომ რა მაგარი ბიჭი ვარ, ამნისტია არ მინდა და ველოდები ამნისტიას, რომ პარლამენტში შევიდე“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img