16.04.2024
- Advertisement -spot_img

გიორგი ვაშაძე – ერთთვიანი თუ ორთვიანი ეპოპეა, შევა თუ არ შევა „ნაციონალური მოძრაობა“, უნდა დასრულდეს

ერთთვიანი თუ ორთვიანი ეპოპეა, შევა თუ არ შევა „ნაციონალური მოძრაობა“, უნდა დასრულდეს – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, გადაწყვეტილება სრულფასოვანი უნდა იყოს და შარლ მიშელის დოკუმენტსაც ხელი უნდა მოაწეროს.

„ზრდასრული ადამიანები არიან და თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს მოაწერენ ხელს ამ დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, ეს ერთ თვიანი თუ ორთვიანი ეპოპეა, შევა თუ არ შევა, მგონი, უნდა დასრულდეს, ამიტომ თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ეს ჩვენი საქმე არ არის, ამაზე ყველა პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

შედიხარ და დოკუმენტს ხელს არ აწერ ანუ რა – იმ რეფორმების რეალიზებაში არ იღებ მონაწილეობას? საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას არ მისცემ თუ რას ნიშნავს ეს? საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ? სახელმწიფოა, ზრდასრული ადამიანები ვართ, პოლიტიკური ძალები ვართ და თუ იღებ გადაწყვეტილებას სრულფასოვნად უნდა მიიღო და არა სანახევროდ,“- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც გადაწყდება შევა თუ არა პარტია პარლამენტში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img