09.12.2021
- Advertisement -spot_img

გიორგი ვაშაძე განმარტავს, თუ რატომ მოხვდა მისი პარტიის მიერ ჩატარებულ კვლევაში გიორგი გახარიას შესახებ შეკითხვა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი პარტია ამ ეტაპზე არ ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა ამბობს, რომ საზოგადოების განწყობების გასარკვევად კვლევებს ატარებს.

კვლევაში გიორგი გახარიაზე დასმული შეკითხვა კი, ვაშაძემ იმით ახსნა, რომ არა მხოლოდ გახარიასთან არამედ, ყველასთან მიმართებაში აინტერესებს ამომრჩევლის დამოკიდებულებები. “ჩემი ამომრჩევლის დამოკიდებულებას ვიკვლევ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსთან მიმართებაში… გახარიას საკითხს რაც შეეხება, ჩვეულებრივი თემა არის. გახარიას კი არა, თვითონაც თქვეს, ყველასთან მიმართებაში ვიკვლევ ჩემი ამომრჩევლის დამოკიდებულებას – ეს არის და ეს… ჩვენი მიზანია, რაღაც ტურბულენტობა თუ მოხდა პოლიტიკაში… გვარამიას ვერ ექნება ცენზურის უფლება ჩემს კვლევებზე, თუ ეგონა, რომ უნდა შემეთანხმებინა, ძალიან ცდება”, – თქვა ვაშაძემ.

გუშინ “მთავარი არხის” გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” სიუჟეტი გავიდა, რომელიც შეეხებოდა პოლიტიკურ სივრცეში ახალი რეალობის გამოკვეთას.

“მოქალაქეებს ეკითხებიან, რა აზრის იქნებიან ისინი, თუ გიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელი” თავის საქმიანობას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას დაუკავშირებს?.. ეს, ლოგიკურად, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ, შესაძლოა, ეს საკითხი უკვე განიხილება გახარიასა და ვაშაძეს შორის და ის შეიძლება რეალობად იქცეს, თუ საზოგადოების აზრი ამასთან დაკავშირებით დადებითი იქნება”, – ამბობდა გადაცემის წამყვანი, გიორგი გაბუნია.

სიუჟეტის ნახვა შეგიძლიათ ლინკზე გადასვლით

https://mtavari.tv/news/35833-vashadze-gakharia-skandaluri-sotsiologiuri-kvleva

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img