27.07.2021
- Advertisement -spot_img

გიორგი ვაშაძე – „კლანი“ აბობოქრდა და ცდილობს, რამენაირად შეინარჩუნოს კლანური მმართველობა

სასამართლო „კლანს“ ეშინია, რომ “ქართულ ოცნებას” უკან დახევა მოუწევს. შესაბამისად, „კლანი“ აბობოქრდა და ცდილობს, რამენაირად შეინარჩუნოს კლანური მმართველობა მართლმსაჯულებაში, – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშძემ ჟურნალისტებთან.

„თუ პროცესი ასე გაგრძელდა, სანქცია ნომერი ერთი იქნება – ყველა მაკროსაფინანსო დახმარებაზე წინაპირობები. თუ არ შეიცვლება “კლანი” და მართლმსაჯულების რეფორმა არ დაიწყება, კაპიკს ვეღარ მივიღებთ! სამწუხაროდ, ვიცით, რომ ვალებით ვცხოვრობთ. შემდეგ იქნება პერსონალური სანქციები. მმართველმა გუნდმა რაც არ უნდა იჩქაროს, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხელში შარლ მიშელის დოკუმენტი გვიჭირავს? იმიტომ, რომ სანქციების საფუძველი გახდება ამ დოკუმენტის შეუსრულებლობა. დოკუმენტს ჰყავს თავისი გარანტორი მხარე – ამერიკა და ევროკავშირი. როცა სანქციებზე იქნება საუბარი, დოკუმენტს აიღებენ და იკითხავენ, პუნქტი ნომერი ოთხი შეუსრულებელია? – იქნება სანქცია“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img