23.04.2024
- Advertisement -spot_img

გიორგი ვაშაძე – მე ჩემს გუნდთან ერთად დანიელსონს დავახვედრებ მზაობას შეთანხმებისა და კომპრომისისთვის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებითაც კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მის გუნდთან ერთად დანიელსონს დაახვედრებს მზაობას შეთანხმებისა და კომპრომისისთვის.

„მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ რეცეპტებით უნდა მოდიოდეს ჩვენთან ყველა და ყველაფერი უნდა მივიღოთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ, მათ შორის, ყველას აქვს პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციას, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელს“. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ყველაფერს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

მე ჩემს გუნდთან ერთად დავახვედრებ მზაობას შეთანხმებისა და კომპრომისისთვის. ასეთი იყო ჩვენი დამოკიდებულება წინა შეხვედრებზე, პრინციპული, ძალიან მკაფიო პოზიციები, მაგრამ მზაობა კომპრომისისა და შეთანხმებისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ევროკავშირმა დაინახა, რომ მათი ცოტა ლმობიერი მიდგომა „ქართულ ოცნებასთან“ იყო არასწორი. მედიაცია ნიშნავს საკმაოდ მკაფიო პოზიციების დაფიქსირებას. მეორე რაუნდი თუ გაიმართება, ვფიქრობ, იქნება უფრო კონკრეტული, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც მან, მედიასთან განაცხადა ოპოზიციამდე არ მისულა ისეთი წინადადებები, რომელიც რაციონალურად განსახილველი იქნებოდა.

„ჩვენამდე, ოპოზიციამდე საბოლოო დოკუმენტი არც მოსულა, არ მოსულა რამე ისეთი წინადადება, რომელიც, რაციონალურად განსახილველი იქნებოდა. თვითონ მედიატორები უშუალო საუბრებში ამბობდნენ, რომ უბრალოდ ისე დესტრუქციულად იქცეოდა „ქართული ოცნება“, რომ მასთან წარმოუდგენელი იყო რაიმე საკითხზე შეთანხმება. ვერც კი აიღო მედიატორმა ეს დოკუმენტი და ვერც კი შესთავაზა ოპოზიციას, რომ ეთქვა, ვფიქრობ ეს ობიექტურიაო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img