19.04.2024
- Advertisement -spot_img

გიორგი ვაშაძე – ნაციონალურ მოძრაობასთან თბილისის მერობის საერთო კანდიდატის საკითხზე კონსულტაცია არ გვაქვს

გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” თბილისის მერობის საერთო კანდიდატის საკითხზე კონსულტაციებში არ მონაწილეობს. 

მისივე თქმით, ზოგად “სტრატეგია აღმაშენებელი” საუბრობს ყველასთან, თუმცა კონკრეტული პარტიების დასახელებისგან პოლიტიკოსი თავს იკავებს.

“ზოგადად ვსაუბრობთ ყველასთან. კონკრეტულად პარტიებზე ვერ გეტყვით, ვისთან რა კუთხით ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ყველა პროდასავლურ ძალასთან, და არა მარტო კონკრეტულ პარტიებთან, არამედ ექსპერტებთან – მაგალითად, იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ქვეყნის გადარჩენის სტრატეგია, ეს კი ალტერნატიული საინტერესო არჩევანია, რომელსაც საზოგადოება დიდი ხანია ელოდება. ნაციონალურ მოძრაობასთან კონსულტაცია არ გვაქვს. 

თბილისში რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით გვაქვს კონსულტაციები. ვესაუბრებით იმ პოლიტიკურ პარტიებს თუ ცალკეულ პირებს, რომლებთანაც ერთად ვხედავთ საერთო მომავალს, უკეთესი განვითარებისთვის. თუ ქვეყანაში არ ჩამოყალიბდა მესამე მძლავრი ცენტრი, ჩვენ საბოლოო ჯამში ვერ შემოვატრიალებთ ამ უკუღმართი განვითარების პროცესს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

მედიის ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას კანდიდატურას უწერს მხარს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img