24.04.2024
- Advertisement -spot_img

გიორგი ვაშაძე – სამწუხაროდ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სისუტე გამოავლინა! მას შეეშინდა ვეტოს უფლების გამოყენების

სამწუხაროდ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სისუტე გამოავლინა! მას შეეშინდა ვეტოს უფლების გამოყენების – ასე შეაფასა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს უფლების არ გამოყენება.

როგორც ვაშაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”-ზე დაწერა, “ქართულ ოცნებას” მოუწევს პასუხის გაცემა საჯარო დებატებში, რადგან მათ ანტიდემოკრატიული კანონი მიიღეს.

“სამწუხაროდ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სისუტე გამოავლინა! მას შეეშინდა ვეტოს უფლების გამოყენების. მომავალ კვირაში დარეგისტრირდება ჩვენი კანონი ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების გაუქმებაზე. ქართულ ოცნებას მოუწევს პასუხის გაცემა საჯარო დებატებში ანტიდემოკრატიული კანონის მიღებაზე!”, – წერს გიორგი ვაშაძე. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა. სალომე ზურაბიშილის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებამდე მოისმინა ყველა მხარის არგუმენტი. პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურა “ნაკლებად იძლეოდა ყველასთვის არგუმენტების წარდგენის ერთნაირ შესაძლებლობას”. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის განცხადებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.

 საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში ბოლო ორი დღის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები იმართებოდა როგორც ოპოზიციასთან, ისე მმართველ პარტიასთან.

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი 29 აპრილს დაუჭირა. გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ფინანსური სანქციები.

ცვლილებები შევიდა სამ მუხლში: 166-ე, 173-ე და 247-ე. 

  • 166-ე მუხლში მხარდაჭერილი ცვლილებით, განმეორებით წვრილმან ხულიგნობაზე იზრდება ჯარიმა 1500-დან 2000 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი 7-დან 15 დღემდე.  
  • 173-ე მუხლში შეტანილი ცვლილებით, სამართალდამცველის მიმართ ერთხელ დაუმორჩილებლოსა და მის სიტყვიერ ან სხვაგვარი შეურაცხყოფაზე ჯარიმა 2000-დან 3000 ლარამდე იზრდება, ადმინისტრაციული პატიმრობა კი – 15 დღემდე ვადით. 

    ამავე ქმედების ხელმეორედ ჩადენაზე, ჯარიმა იზრდება 3 500-დან 4 500 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 10-დან 15 დღემდე. 
     
  • 247-ე მუხლში ცვლილებებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებული პირი, ვალდებული იქნება სასამართლოში გამოცხადეს პირველი შესაძლებლობისთანავე, არაუგვიანეს 24 საათისა. 
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img