19.09.2021
- Advertisement -spot_img

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია “ქართული ოცნების” მხრიდან გაყინულია

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია “ქართული ოცნების” მხრიდან გაყინულია.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა.

“ჩათვალეთ, რომ ეს განცხადება საგანგებოა – ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია “ქართული ოცნების” მხრიდან გაყინულია! არაფერი კეთდება განსაკუთრებული იმისთვის, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ნატო-ში ინტეგრაცია. უბრალოდ, ფორმალურად ხდება შესრულება მოჩვენებითი ვალდებულებების, ვითომ ნატოს-კენ მივდივართ. რეალურად, ნატო-ში ინტეგრაცია გაყინულია. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც აქვს “ქართულ ოცნებას”. რატომ? – არ ვიცი. ეშინიათ რუსეთის? ეშინიათ რამე სხვის? ან უბრალოდ მიზანმიმართულად აკეთებენ? – არ ვიცი. ფაქტია, რომ ჩვენ იოტისოდენა ნაბიჯი არ გადაგვიდგამს წინ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში ბოლო 9 წლის მანძილზე. ნატო-ში ინტეგრაცია გაყინულია “ქართული ოცნების” მხრიდან”, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.­ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img