16.04.2024
- Advertisement -spot_img

Glovo-ს კურიერებმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს

Glovo-ს კურიერებმა სპორტის სასახლესთან აქცია გამართეს. კურიერები იმ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც კომპანიაში განხორციელდა. მათ შორის, საუბრობენ საბონუსე სისტემასა და საათების შემცირებაზე.

“ნუ დაგვაკლებენ შემოსავალს” – აცხადებენ კურიერები. მათი თქმით, კომპანიამ ბონუსები მოუხსნა, რაც მათ ანაზღაურებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. 

“ბონუსები, რასაც გამოვიმუშავებდით და რის გამოც აზრი ჰქონდა მუშაობას, მთლიანად მოგვიხსნეს. გვითხრეს, იყავით მონებიო”.- ამბობს ერთ-ერთი კურიერი. 

“ობიექტამდე მისვლის თანხას აღარ გადაგიხდითო, ბონუსები აღარ იქნებაო. ბიჭები ამით მუშაობდნენ ძირითადად. არ ვითხოვთ პრემიების ჩარიცხვას. უბრალოდ, შრომა დააფასონ, ნუ დაგვაკლებენ შემოსავალს”.

აქციის პარალელურად კურიერების ნაწილი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. კომპანიამ მოთხოვნებზე სამსჯელოდ 2-კვირიანი ვადა მოითხოვა. თუმცა, როგორც კურიერებმა თქვეს, კომპანიას აღარ ენდობიან. 

კომპანია GLOVO-ს განცხადებით, “პარტნიორ კურიერებთან არსებული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და მათი მოთხოვნების მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად”, ანაზღაურების ახალი სისტემა შეიმუშავეს. ცვლილებები შეეხო საბონუსე სისტემას.

“ძველი სისტემის მიხედვით, პარტნიორი კურიერები იღებდენენ ყოველკვირეულ ბონუსს. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორ კურიერებს უწევდათ შეესრულებინათ შეკვეთების გარკვეული რაოდენობა, რათა კვირის ბოლოს მიეღოთ კუთვნილი სახელფასო დანამატი, რაც საკმაოდ დიდ დროის რესურსსა და ენერგიას მოითხოვდა. ამიერიდან, მოიხსნება ყოველკვირეული ბონუსები და ისინი ყოველდღიურად, სხვადასხვა საათზე გადანაწილდება.

მათივე თქმით, ცვლილებები შეეხო ასანაზღაურებელ მანძილსაც. კერძოდ, კომპანიის განცხადებით, არსებული სისტემის ფარგლებში, ანაზღაურდებოდა შეკვეთის მიღებიდან მომხმარებლამდე მიტანის მანძილი. ახალი სისტემის მიხედვით კი, ანაზღაურდება მხოლოდ ობიექტიდან მომხმარებლამდე არსებული მანძილი.

“აღნიშნული ცვლილებების მიზანია Glovo-ს ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესება და პარტნიორი კურიერებისთვის უფრო მოქნილი, ხელსაყრელი პირობების შეთავაზება. ახალი სისტემის პირობებში, მეტად დაცული იქნება თითოეული პარტნიორი კურიერის უსაფრთხოება და მათ საშუალება ექნებათ, უფრო მარტივად და სწრაფად გამოიმუშავონ სახელფასო დანამატი”,— აღნიშნავენ Glovo-ში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img