“სქური-ტობავარჩხილის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია, რათა იყოს კიდევ უფრო მაღალი გზაგამტარიანობა და ტურისტებითვის მარტივად მისაღწევი გეოგრაფიული ზონები, გზის მარკირების მოწესრიგება, ტურისტული სახლების მოწყობა, სასტუმროების და მინი საოჯახო სასტუმროების განვითარების პოლიტიკის ახალ საფეხურზე აყვანა – ეს არის მოკლედ, იმ გეგმებზე რომლებიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება“- ამის შესახებ წალენჯიხის მერობის კანდიდატმა გოგა გულორდავებ „ვებგაზეთთან“ განაცხადა.
„ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ათობით ათასს ტურისტს მოიზიდავს. ყველაფერი დათვლილია და გაწერილია“ აცხადებს წალენჯიხის მერობის კანდიდატი, გოგა გულორდავა.
გულორდავას თქმით, „ენგურჰესზე“ ტურისტული ატრაქციის შექმნის პროექტი გადასულია უშუალოდ განხორციელების ეტაპზე. წინასწარი გათვლებით, მხოლოდ აღნიშნული ტურისტული ზონა წელიწადში დაახლოებით 400 ათას ტურისტს მოემსახურება.