18.01.2025

გოგა გულორდავა – ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ათობით ათასს ტურისტს მოიზიდავს

“სქური-ტობავარჩხილის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია, რათა იყოს კიდევ უფრო მაღალი გზაგამტარიანობა და ტურისტებითვის მარტივად მისაღწევი გეოგრაფიული ზონები, გზის მარკირების მოწესრიგება, ტურისტული სახლების მოწყობა, სასტუმროების და მინი საოჯახო სასტუმროების განვითარების პოლიტიკის ახალ საფეხურზე აყვანა – ეს არის მოკლედ, იმ გეგმებზე რომლებიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება“- ამის შესახებ წალენჯიხის მერობის კანდიდატმა გოგა გულორდავებ „ვებგაზეთთან“ განაცხადა.

„ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ათობით ათასს ტურისტს მოიზიდავს. ყველაფერი დათვლილია და გაწერილია“ აცხადებს წალენჯიხის მერობის კანდიდატი, გოგა გულორდავა.

გულორდავას თქმით,  „ენგურჰესზე“ ტურისტული ატრაქციის  შექმნის პროექტი გადასულია  უშუალოდ განხორციელების ეტაპზე.  წინასწარი გათვლებით, მხოლოდ აღნიშნული ტურისტული ზონა წელიწადში დაახლოებით 400 ათას ტურისტს მოემსახურება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img